20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
"ენმ"-ის კიდევ 11 წევრი სასამართლომ მომდევნო სხდომამდე გაათავისუფლა

თბილისის საკრებულოს შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაკავებული პირები საქალაქო სასამართლომ 17 ოქტომბრამდე გაათავისუფლა. მოსამართლემ 14 პირი მომდევნო სხდომამადე გაათავისუფლა. 

14 დაკავებულიდან სამი - სოსო გურული, ზურაბ ბერიაშვილი და პაატა დევიძე საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა, დანარჩენი 11-ის შესახებ გადაწყვეტილება კი მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. 

დაკავებულებებს შორის იყო "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, კოტე იოსელიანი. აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ზეწოლაზე საუბრობენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს შენობასთან გუშინ აქციას მართავდა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატები თვითმმართველ ორგანოში შესვლას ცდილობდნენ, რის უფლებასაც სამართალდამცავები არ აძლევდნენ. ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ერთ ლარად მიწების გადაცემას აპროტესტებს.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები