20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"პროცესი იყო გამჭვირვალე" - ლადო ჭანტურია ევროსასამართლოს მოსამართლედ შერჩევას აფასებს

სტრასბურგში ევროსასამართლოს მოსამართლედ საკუთარი კანდიდატურის შერჩევა ლადო ჭანტურიამ შეაფასა. მისი განცხადებით, პროცესი გამჭირვალედ წარიმართა. ლადო ჭანტურიას თქმით, სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობა დიდი პასუხისმგებლობაა. 

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მძიმე ტვირთი, რომელიც რუდუნებით და ფრთხილად უნდა ატაროს ადამიანმა. პროცესი იყო მარათონული, იყო გამჭვირვალე, იყო ბევრი ღირსეული კანდიდატი, ყველას თანაბარი შანსი ჰქონდა. ის, რომ ეს პროცესი ჩემს სასარგებლოდ გადაწყდა, დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს,“ - განაცხადა ლადო ჭანტურიამ. 

საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭი უყარა. სტრასბურგში ევროსასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები