20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ოჯახს პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე უსამძიმრებენ 

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინოვარსკვლავის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო. მჯერა, რომ ხალხის გულში ის მუდამ დარჩება ულამაზესი ქართველი ქალის სიმბოლოდ, რომელსაც დრო ვერ გაახუნებს. ვიზიარებ ლიკა ქავჟარაძის ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს,“-ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

მსახიობის ოჯახს უსამძიმრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც.

„ქართულმა კინემატოგრაფმა და მისმა ერთგულმა მაყურებელმა უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი განიცადა.  გულწრფელად ვწუხვარ და თანავუგრძნობ ყველას, ვისაც წლების განმავლობაში აღაფრთოვანებდა მისი სილამაზე, ნიჭი და სამსახიობო ოსტატობ," - წერს ირაკლი კობახიძე.

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, ძალადობის კვალი არ აქვს და გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. მიზეზს ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ.

გამოძიება დაწყებულია სისხლისს ამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.

მან მაყურებელს თავი არა ერთი სახასიათო კინო როლით დაამახსოვრა, მათ შორის გამორჩეულია მარიტას როლი თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე." 

მსახიობს ერთი ვაჟი ჰყავს.

მსახიობმა ბოლო ინტერვიუ გადაცემა "პროფილს" მისცა, სადაც ისაუბრა, რომ ის მხატვრობით იყო გატაცებული და უახლოეს მომავალში პერსონალური გამოფენისთვისაც ემზადებოდა.

დღის ამბები