03 მაისი 2024,   18:27
ვრცლად
ბაგებში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები ადამიანის გატაცებას თანხის გამოძალვის მიზნით ამზადებდნენ - შსს

ბაგებში ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ოთხი პირი ადამიანის გატაცებას თანხის გამოძალვის მიზნით ამზადებდა.

სპეცოპერაციის შედეგად ბინიდან, რომელიც დაკავებულებს ჰქონდათ ნაქირავები, ამოღებულია დიდი ოდენობით იარაღი, ნიღბები და პარიკი.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებები, მათ შორის რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები