ზუგდიდში, სოფელ კახათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. აზიური ფაროსანა მოსავლის განადგურების შემდეგ მათ საცხოვრებელ სახლებს შეესია.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა და ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლელა ქებურია ადგილობრივების პრობლემას გაეცნენ. როგორც დაზარალებულები ლიდერებთან საუბარში ამბობენ, ისედაც მძიმე სოციალურ ფონს ბანკის ვალები დაემატა, რომელიც განადგურებული მოსავლის გამო ვერ დაფარეს.
ადგილობრივები ხელისუფლების უყურადღებობზეც საუბრობენ. სოფელ კახათის მოსახლეობა აცხადებს, რომ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად გამოყოფილი შესაწამლი პრეპარატი არასაკმარისი იყო და ამავდროულად, მისი დაზარალებულებისთვის გადაცემა დაგვიანებით მოხდა.