20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
2018 წლის ბიუჯეტი - "ევროპული საქართველოს" ბრალდებები და უმრავლესობის პასუხი 

უმრავლესობამდე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციური ფრაქციები გაეცნენ. „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, დოკუმენტში არაა გათვალისწინებული ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და ამდენად, ის ქვეყნის განვითარებისთვის შემაფერხებელი დოკუმენტია. ოპოზიციაში სოციალური მიმართულებით ხარჯების ზრდაზეც აპელირებენ.

„ყველაზე მწვავე პრობლემებს ეს ბიუჯეტი ვერ პასუხობს. ეს პრობლემებია - სიღარიბე საქართველოში, პენსიები არ იზრდება, პენსიები არ ეზრდებათ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებსაც. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ის, რომ ეს ბიუჯეტი ამ ხალხს ვე დაეხმარება და ძალიან ბევრია ის პროგრამა და ისეთი დანახარჯი, რომელიც არ უნდა იხარჯებოდეს და გაცილებთ უკეთ შეიძლება ამ თანხების დახარჯვა,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.

„შეგნებულად ზრდიან მოლოდინებს იმისა, რომ ლარი გაუფასურდება,“ - აღნიშნა კაკაურიძემ.

დღის ამბები