"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი მოსახლებასთან შეხვედრებს განაგრძობს. კახი კალაძე ამჟამად ვაკისა და ვარკეთილის მოსახლებას შეხვდა.
მისი თქმით, აუცილებელია ქალაქის მერს ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა ხელისუფლებასთან და საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა შეძლოს დამატებითი სახსრების მოზიდვა და დაგეგმილი პროექტების განხორციელება.
გამართულ შეხვედრაზე კალაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ქალაქის ყველა უბნის თანაბრად განვითარება მოხდეს. ასევე თბილისის მერობის კანდიდატმა ვაკისა და ვარკეთილის ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული პოლიტიკა წარუდგინა.