20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვები - "აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის" ცენტრის შეფასება

თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო ხედვებისა და მათი ფინანსური შეფასების პრეზენტაციას გამართავს დღეს, "აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის" ცენტრი. ღონისძიებას პოლიტიკური პარტიების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე თავად კანდიდატები დაესწრებიან.

მათ ორგანიზაციის მიერ შედგენილ კითხვარს უპასუხეს, რის შემდეგაც დაპირებები პოლიტიკის ექსპერტებმა შეაფასეს.

ფინანსური შეფასების შედგენის მიზეზი, ამომრჩევლისთვის გადაწყვეტილების მიღების გაიოლებაა. 

„ჩვენმა ეკონომისტთა ჯგუფმა შეაფასა ის თუ რამდენად ექვემდებარება წინასაარჩევნო პროგრამები მერობის კანდიდატების რაოდენობრივ და ეკონომიკურ ანალიზს,“ - განაცხადა ნიდერკვლევის ავტორმა ლევან ცუცქირიძემ.

დღის ამბები