20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" აჭარაში მერობის კანდიდატების წარდგენა ქობულეთში დაასრულა

"ევროპულმა საქართველომ" აჭარაში მერობის კანდიდატების წარდგენა ქობულეთში დაასრულა. პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოსახლეობას მერობის კანდიდატად პაატა ცინარიძე წარუდგინა. თვითმმართველობის არჩევნებზე ქობულეთში "ევროპული საქართველოს" გამარჯვების შემთხვევაში მოხდება ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობა, მოწესრიგდება ტურისტული ზონა და ქალაქში შემოვა ინვესტიცია.

ასევე, პარტიის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ქობულეთში გაუქმდება პრემია-დანამატები და ბიუროკრატიული ხარჯები, ამ თანხებით კი პენსია 50 ლარით გაიზრდება.

„ჩვენ ვპირდებით გადასახადების შემცირებას, მათ შორის მცირე ბიზნესის გათავისუფლებას გადასახადისგან და ეს იქნება შეღავათი და სამუშაო ადგილების შექმნა, ტურიზმის და მცირე ოჯახური სასტუმროების სფეროში,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

დღის ამბები