„რესპუბლიკური პარტია“ იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. საუბარია ერთ-ერთ ინტერვიუზე, სადაც თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია.
"რესპუბლიკურ პარტიაში" განმარტავენ, რომ იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლა მმართველ გუნდს არ სურს.
„სამწუხაროა, როდესაც „ქართული ოცნების“ და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებენ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალურად, მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრძელებს იმ რეპრესიულ პოლიტიკას, რაც დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.