სოციოლოგიურ კვლევებს "პატრიოტთა ალიანსი" უნდობლობას უცხადებს. თბილისის მერობის კანდიდატმა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ირმა ინაშვილის თქმით ის კვლევები, რომლებსაც ტელეკომპანიები აქვეყნებენ სიმართლეს არ შეესაბამება და მისი პარტიის რეიტინგი გაცილებით მეტია. თბილისის მერობის კანდიდატი თავად აპირებს კვლევის ჩატარებას.
“ტელეკომპანია "რუსთავი 2" ანუ ყოფილი ხელისუფლება, დღეს გვარწმუნებენ, რომ მე ირმა ინაშვილს თითქოს ამომრჩევლის 2 პროცენტი მიჭერს მხარს. ჩვენი პარტიის რეიტინგი ბევრად მაღალია და მერყეობს 18-20 პროცენტის ფარგლებში, მაგრამ ამისი აღიარება არანაირად არ სურს არც ახალ და არც ძველ ხელისუფლებას. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენ საპროტესტო აქციებზე უფრო მეტი ხალხი მოდის ვიდრე ეგრეთწოდებულ კვლევებში მე მიწერენ კონკრეტულ პროცენტს “ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.