20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
„გორგიას“ მფლობელის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაგების სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ბრალდებულებს ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის გატაცებისა და ფულის გამოძალვის მომზადებას ედავებიან. თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე, დავით ფოცხიშვილი და ვასილ ვასილიადი ბიზნესმენის საცხოვრებელ კორპუსში ნაქირავები ბინიდან აიყვანეს.

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და ოთხივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან პროკურორის მტკიცებით, არსებობს მტკიცებულებათა განადგურების, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

დაკავებულების ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატის თქმით, დაკავებულების მიმართ წაყენებული ბრალეულობა დაუსაბუთებელია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები