საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა. წერილში აღნიშნულია, რომ საელჩო იმედგაცრუებულია, რომ მხარეებმა კონსესუსს ვერ მიაღწიეს.
”საელჩო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის ძლიერ საფუძველს ხანგრძლივი და მტკიცე რეფორმებისთვის, როდესაც ამ ცვლილებებზე საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსი არსებობს. საელჩო იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას და მტკიცედ უჭერს მხარს კომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს,“- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები საკანონმდებლო ორგანოში განიხილეს. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის პოზიცია არ გაიზიარა.