ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა საქართველოში, სასამართლო სისტემის ხარვეზები, მედიაგარემო, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები - ეს ის საკითხებია, რაზეც სახალხო დამცველი ბრუსელში გამართულ შეხვედრებზე განიხილავს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გამართულ შეხვედრებზე უჩა ნანუაშვილმა ანტიდისკრიმინაციული კანონის და უმცირესობების უფლებების შესახებაც ისაუბრა.
განიხილეს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტებიც.
ევროპელი ოფიციალური პირები საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობით, მართლმსაჯულების საკითხებით და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმით დაინტერესდნენ.