20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
კონსტიტუცია პოლიტიკური დაპირისპირების ახალი მიზეზი ხდება

გუშინ დამტკიცებული კონსტიტუცია პოლიტიკური დაპირისპირების ახალი მიზეზი ხდება. 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ - საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მმართველ გუნდს ერთპარტიული კონსტიტუციის დამტკიცების გამო აკრიტიკებენ.  

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე მიიღო ახალი კონსტიტუცია.

„გუშინდელ სხდომაზე ქართულმა ოცნებამ რიცხობრივი უპირატესობის ბოროტად გამოყენებით, ფაქტობრივად, დაუსაბუთებლად, მიიღო კონსტიტუცია, რომელიც აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია ქართული საზოგადეობის მოთხოვნებთან,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანი, თინათინ ბოკუჩავა, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას ხელს არ მოაწერს.

„ვიმედოვნებ ნამდვილად, რომ პრეზიდენტი არ მოაწერს ამ კონსტიტუციას ხელს და კობახიძეს მოუწევს, რომ აიღოს მთლიანად პასუხისმგებლობა კონსტიტუციაზე, რომელიც არის ერთპარტიული, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო ძალმომრეობით და ხელის გადაგრეხვით,“ - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

 

დღის ამბები