ევროპის უმსხვილესი კულტურის ტელეარხი „არტე“ საქართველოს ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე განსაკუთრებულ ფორმატს მიუძღვნის.
უკვე ცნობილია, რომ „არტე“ წიგნის ბაზრობაზე ქართულ პროგრამას სრულ დღეს დაუთმობს. არხის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ.
„არტე“ ფრანგულ-გერმანული ტელეარხია, რომელმა მაუწყებლობაც 1992 წელს დაიწყო. ტელევიზიის მთავარი კონცეფცია კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაა.
15 ოქტომბერს საქართველოს საფრანგეთისგან 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუს ოფიციალურად გადაეცემა.