ზუგდიდში 26 წლის გოგო მე-5 სართულიდან გადმოვარდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.
ოჯახის ახლობლები გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ.