20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
გვემუქრებიან მე და ჩემი ოჯახის წევრებს - "ევროპული საქართველოს" წევრი ზეწოლაზე საუბრობს

ევროპული საქართველოს გარდაბნის საკრებულოს წევრი ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ალშან კურბანოვს ქართული ოცნების წევრები პარტიის დატოვებას სთხოვენ და მმართველ პარტიაში გადასვლას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაკავებით ემუქრებიან.

„გვემუქრებიან მე და ჩემი ოჯახის წევრებს. ჩემი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. მოითხოვეს, რომ პოლიტიკური საქმიანობა შევწყვიტო, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მერე დამიჭერენ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ საქმიანობას ვაგრძელებ,“ - განაცხადა ალშან კურბანოვმა. 

პარტიის წარმომადგენლებმა ფარული ჩანაწერები წარადგინეს.

დღის ამბები