20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ბიუჯეტიჭამია, გაქსუებულმა ჩინოვნიკებმა გაჭირვებულ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს - გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტია პენსიონერ ნანული ბუაძისთვის სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებს.

მასთან პარტიის მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა მივიდა, რომელიც აცხადებს, რომ დახმარების გარეშე დარჩენილ პენსიონერს საჭირო მედიკამენტების ყიდვის საშუალებაც არ აქვს.

გუგავას განცხადებით, დედაქალაქის მთავრობაში ლეიბორისტული პარტიის მოსვლის შემთხვევაში, ენერგოვაუჩერი და მედიკამენტების ბარათი გაიცემა, რომელზეც დარიცხული იქნება თანხა, სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტების შესაძენად.  

„ბიუჯეტიჭამია, გაქსუებულმა ჩინოვნიკებმა ამ გაჭირვებულ ოჯახს, ამ ქალბატონს სოციალური დახმარება მოუხსნეს. ჩვენი გეგმაა, როდესაც მოვალთ, ყველა ასეთ ოჯახზე ენერგოვაუჩერი გაიცემა, ასევე მედიკამენტების ბარათს დავარიგებთ, სადაც დარიცხული იქნება კონკრეტული თანხა,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ. 

დღის ამბები