20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
საკრებულოს გადაწყვეტილება არის ბათილი - გოკა გაბაშვილი ივანიშვილისთვის მიწების გადაცემაზე

„ყველა ეტაპზე არის კანონდარღვევა და არის დანაშაულის ნიშნების შემცველი,“ - ასე შეაფასა ევროპული საქართველოს წევრმა, გოკა გაბაშვილმა, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების ერთ ლარად გადაცემა.

გოკა გაბაშვილმა ყოფილი პრემიერისთვის თაბორის მთაზე მიწის ნაკვეთის გადაცემაზეც ილაპარაკა.

ოპოზიციის წევრმა აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ბიზნესცენტრისთვის თავდაპირველად ტერიტორიის თითოეული კვ.მ. 36 ლარად შეიძინა, ხოლო 2016 წელს უკვე 15 ლარად შეისყიდა მშენებლობის უფლებით, რასაც ახლა უკვე 4 ათასი კვ.მ.-ზე მეტი ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემა მოჰყვა.

ევროპულმა საქართველომ ყოფილი პრემიერისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწის გადაცემასთან დაკავშირებით სარჩელი მოამზადა. მისი თქმით, გადაცემულ ქონებაში გუდიაშვილის ქუჩის ნაწილი არის მოყოლილი.

„გადაწყვეტილება არასაკმარისი ხმებით არის მიღებული, ის არის ბათილი,“ - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა. 

დღის ამბები