20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ქართული ოცნების გადაწყვეტილების ფორმა იყო თბილისელების აბუჩად ამგდები - ნინო გოგუაძე ივანიშვილისთვის მიწების გადაცემაზე

„ბატონი ბიძინა ივანიშვილმა თავისი პროექტისთვის დამატებით მოისურვა პუშკინის სკვერის და თაბორის მთის ფერდობი და მას უსიტყვოდ, მორჩილად საკრებულომ დაუმტკიცა ეს ტერიტორიები. დაუმტკიცა ისე, რომ თბილისელებს არავინ ახსნა-განმარტება არ მისცა. ქართული ოცნების გადაწყვეტილების ეს ფორმა იყო აბუჩად ამგდები რიგითი თბილისელების,“ - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში განაცხადა.

ოპოზიციის წევრმა ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში მიწების ერთ ლარად გადაცემაზე ისაუბრა. ნინო გოგუაძემ პროექტი პანორამა თბილისიც შეაფასა.

„ფაქტი პროქტი - პანორამა თბილისი, ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულობა ბუტაფორიულია,“ - აღნიშნა გოგუაძემ. 

თავისუფალი დემოკრატების წევრმა ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზეც ილაპარაკა.

„მივიღეთ ისეთი სახელმწიფო, რომელშიც არ არის განსხვავება წინა ხელისუფლების სახელმწიფოსგან, ეს დამძიმებულია იმით, რომ განხორციელებულია არაფორმალური მმართველობა. მივიღეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც ინსტიტუტები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ და მხოლოდ ერთი ადამიანის ნებ-სურვილების შესრულებას ემსახურებიან, სადაც სიტუაცია სუსი განაგებს,“ - აღნიშნა ნინო გოგუაძემ. 

მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი უნდა მივიდეს და "უთხრა არა ქართულ ოცნებას".

"ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, ამიტომ კალაძე არის ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი," - აღნიშნა გოგუაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები