20 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
დავით ბაქრაძე მარნეულში მერობის კანდიდატთან ახმედ იმამყულიევთან ერთად სოფელ დამიარ გიორ-არხში მოსახლეობას შეხვდა

"ევროპული საქართველო" ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მარნეულში მერობის კანდიდატთან ახმედ იმამყულიევთან ერთად სოფელ დამიარ გიორ-არხში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

ადგილობრივების მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურა, სოფლამდე მისვლამდე გზის არარსებობა და გაზიფიცირებაა. ასევე მოსახლეობა "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობს. იმამყულიევი დაჰპირდა მოსახლეობას, რომ გამარჯვების შემთხვევაში მოაწესრიგებს ყველა პრობლემას, აღუდგენს სოციალური სტატუსის მქონე პირებს დახმარებას.

პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი მოსახლეობას წინასაარჩევნო გეგმები გააცნო.

„ჩვენი ამოცანაა, მარნეული გავხადოთ სანიმუშო რაიონი, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მონდომების, კომპეტენციის, ხედვის და პატიოსანი ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ  მარნეულში გაიზრდება პენსია, აღდგება სოციალური დახმარება და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა.

დღის ამბები