20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
„ქართული ოცნება" არის საშოვარზე მოსული," - ნიკა მელია

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში დასრულდეს ის განუკითხაობა, ის ფეოდალური რეჟიმი, კლანური მმართველობა, ნეპოტიზმი და თავგასულობა, რომელიც ივანიშვილმა დაამყარა 2012 წლის შემდეგ,“ - ეს განცხადება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა, რომელიც აქცია-მსვლელობაზე იმყოფება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები ყოფილი პრემიერისთვის თბილისის ცენტრში მიწის ნაკვეთების გადაცემას აპროტესტებენ.

ბიბილაშვილი ამბობს, რომ თბილისი დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს და ბიძინა ივანიშვილი მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს.

აქციაზე იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიაც.

„ჩვენ ვაფრთხილებდით ივანიშვილს, რომ ამ საკითხის გარშემო საპროტესტო მუხტი არა თუ მინელდება, არამედ გაღვივდება,“ - აცხადებს ნიკა მელია და ამბობს, რომ დღევანდელი დღე ამის დადასტურებაა.

ნიკა მელია აქციების ყოველდღიურ რეჟიმში გამართვას აანონსებს. მისი თქმით, აქციები იქამდე გაიმართება, სანამ ბიძინა ივანიშვილი უკანონო ქმედებებს არ შეეშვება.

„ცინიკურად აკეთებს უკვე ან უკანონობას,“ - ამბობს მელია. მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს პირადი პერსონალურად დაკომპლექტებული მთავრობა ჰყავს.

„ქართული ოცნება" არის საშოვარზე მოსული და ისინი არიან მსახურებაში ერთი მდიდარი ადამიანის,“ - აცხადებს ნიკა მელია.

დღის ამბები