თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის "ქართული ოცნებიდან" გიორგი ტყემალაძე იბრძოლებს. განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა გაავრცელა.
"გიორგი ტყემალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავე დროს გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამჯერად უკვე თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში."
პარტიის თავმჯდომარის რანგში პრემიერმინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებზე გაიმარჯვებს.