გამარჯვების შემთხვევაში, გიორგი ტყემალაძე საკრებულოში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. „ქართული ოცნების“ კანდიდატის განცხადებით, ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატი განახლებას საჭიროებს.
„ცვლილებები ყოველთვის არის საჭირო, ეს არის ბუნებრივი ცვლილებები. თბილისის საკრებულოში გარკვეული სტრუქტურული გადახალისებები შესაძლოა, იყოს,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
"ქართულმა ოცნებამ" გიორგი ტყემალაძე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა.