ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და კანდიდატების მიმართ განხორციელებული მუქარა - ამ და სხვა დარღვევებზე ინფორმაციას ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის.
შეხვედრა ლიდერთა საბჭოს ფორმატში პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გაიმართება. აქცენტი კეთდება მმართველი პარტიის მიერ საბავშვო ბაღების ადამიანური რესურსის სავარაუდო გამოყენებაზე, ასევე იმ კანდიდატებზე, ვინც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი რეგისტრაციის შემდეგ განაცხადა.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ პოლიტიკურ ოპონენტებსა და კანდიდატებზე სერიოზული ზეწოლა ხორციელდება.
პარტიები საერთაშორისო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
„21 ოქტომბრამდე გრძნობს რა ხელისუფლება თავის რეალურ მდგომარეობას, საზოგადოების გაწყობის თვალსაზრისით, ის ოპონენტებზე ზეწოლას აძლიერებს,“ - განაცხადა "საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.