20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
50 კაციანი მერია - გიორგი ვაშაძემ მერიის წინ პარტიის პროგრამა და რეფორმები წარადგინა

50 კაციანი მერია და ახალი თაობის მუნიციპალური იუსტიციის სახლები - „ერთობა-ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებთან ერთად, მერიის წინ პარტიის პროგრამა და რეფორმები წარადგინა.

გიორგი ვაშაძის თქმით, მისი გამარჯვების და აღნიშნული პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, თბილისი მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური ქალაქი გახდება.

„პირველი ნაბიჯი, საიდანაც დავიწყებთ, ეს არის, მერიის ფუნდამენტური რეფორმა. ეს ნიშნავს, გამგეობების გაუქმებას, ეს ნიშნავს, 50 კაციან მერიას, ნაცვლად 1200 კაცისა და ეს ნიშნავს, ახალი თაობის მუნიციპალური იუსტიციის სახლებს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები