20 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ალეკო ელისაშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრა - ვიდეო მასალას სააგენტო PrimeTime ავრცელებს

სააგენტო PrimeTime თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეხვედრის ამსახველ კადრებს ავრცელებს. გაზეთის ინფორმაციით, ფარული ვიდეო მასლა თბილისში, რესტორან "ურმულშია" გადაღებული.

შეხვედრამდე ალეკო ელისაშვილს ირაკლი ოქრუაშვილმა ღია მხარდაჭერა სოციალური ქსელით გამოუცხადა.

დამოუკიდებელი კანდიდატი მისი ოქუარშვილთან შეხვერის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ შეხვედრა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ინიციატივით შედგა და ამბობს, რომ ოქრუაშვილის მეგობრებს მისი პირადად გაცნობა სურდათ. 

„წინასაარჩევნოდ, მე შევხვდი ათასობით და ათიათასობით ადამიანს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის ორგანიზატორი იყო ირაკლი ოქრუაშვილი. მან შემახვედრა მისი ბავშვობის მეგობრები, ნახალოვკელები, დაახლოებით 30 კაცი იყო, ვისაც ჩემი გაცნობა უნდოდა. შევხვდი, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მე მათ ვუხსნიდი რას ვაპირებ, როგორ ვაპირებ. ნახევარი საათის შემდეგ ის სივრცე დავტოვე. ეს იყო ღია, აბსოლუტურად გახსნილი შეხვედრა. საჯარო სივრცეში მივედი, არანაირი კონფიდენციალური შეხვედრა არ იყო. გულდასაწყვეტი ამბავი არის ის, რომ უშიშროება, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს მტრებს დასდევდეს, ასე რესტორან-რესტორან დამდევს და იღებს შეხვედრებს და მერე ავრცელებს, საქმეს მიხედონ. ეს იყო ჩვეულებრივი წინასაარჩევნო შეხვედრა. ამის შესახებ, მეორე დღეს facebook-ზე დაწერა კიდეც, რომ ეს შეხვედრა იყო. ჩემი დაფინანსება ხდება ძალიან გამჭვირვალედ, არც ოქრუაშვილი და არც სხვა ვინმე ფარული გზებით არ მაფინანსებს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები