20 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
"ქართული ოცნების" 54 კაციანი სკანდალური სია, რომელშიც საარჩევნო კამპანაში ჩართული საჯარო მოხელეები მოხვდნენ

მერიისა და გამგეობების თანამშრომლები სამსახურის პარალელურად „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები. ეს ინფორმაცია „კურიერს“ პარტიიდან კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდეს.

წყაროს ცნობით არსებობს სია, რომელიც 54 საჯარო მოხელისგან შედგება და რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პარტიის აგიტაციაში. ეს ადამიანები ხელფასს სახელმწიფო სამსახურში იღებენ, თუმცა არჩევნების წინ „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მობილიზებაზე მუშაობენ.


ამ სიაში მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ირაკლი ჟამერაშვილია, რომელიც ოცნების საარჩევნო უბნის უფროსია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშია კონდუქტორად არის დასაქმებული მანანა ქოპილაშვილი, რომელსაც დავალებული აქვს სამგორის რაიონში "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კონტროლი. ოცნებისთვის საარჩევნოდ ხმებს აგროვებს დასუფთავების სამსახურის მონიტორინგის ინსპექტორი - ინგა ჯელაძე. ბაღში მუშაობის პარალელურად მანანა გურგენიძე საარჩევნო უბნის უფროსიც არის. „ოცნების“ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული 76-ე ბაღის დირექტორი ნატო გაბისიანი და ამავე ბაღის კიდევ ორი აღმზრდელი.

სიაშია ასევე მუნიციპალური სასაფლაოს დირექტორი ნუგზარ გოლობიანი, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნოდ მხარდამჭერებს აგროვებს. მას „კურიერთან“ საუბრისას არ დაუმალავს, რომ ეწევა აგიტაციას და ხმებს მმართველი პარტიისთვის აგროვებს.

"კურიერის" მიერ მოპოვებულ სიაში 12 პირი, რომლებიც უბნის კოორდინატორებად და ხელმძღვანელებად მუშაობენ, პარალელურად სამგორის გამგეობის თანამშრომლები არიან.

დღის ამბები