„სიახლე არ არის ალეკოსგან, მთელი საარჩევნო კამპანია და მისი, ზოგადად, განვლილი ცხოვრება არის დაკავშირებული პოპულიზმთან და ტყუილთან,“ – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ბრალდებებს.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი დისკრედიტაციის მიზნით, სოციალურ ქსელში არაერთი გვერდი შეიქმნა.
კახა კალაძემ ელისაშვილს დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენისკენ მოუწოდა.
კალაძის თქმით, ალეკო ელისაშვილს ტყუილი არაერთხელ უთქვამს და ამის დასადასტურებლად მან სასამართლოს მიერ ელისაშვილისთვის 1000-ლარიანი ჯარიმის დაკისრება გაიხსენა. რაზეც ალეკო ელისაშვილმა მიმართა: „ხომ არ მასესხებდი კახი, შეძლებული კაცი ხარ.“
საქალაქო სასამართლომ ეკა ბესელიას სარჩელი ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ალეკო ელისაშვილს ბოდიშის მოხდა და 1000 ლარის გადახდა დააკისრა.