„დავით ნარმანიას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა,“ - ეს განცხადება "ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დავით ნარმანიას მერობის შესახებ საუბრისას გააკეთა.
განცადება კალაძემ გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში გააეკთა.
დავით ნარმანიას მერობის შეფასება მას „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ სთხოვა.
„მან რაც გააკეთა სამი წლის განმავლობაში, რაც მოახერხა, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, თუმცა ბევრია პრობლემები, რომელიც აწუხებს თბილისს, თითოეულ ჩვენგანს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძე ამბობს, რომ ის პასუხისმგებლობას არასდროს გაურბის და ასეც გაგრძელდება მომავალში.
„მე ვიზიარებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას, თუ რაიმე იყო შეცდომები ამ 5 წლის განმავლობაში, ეს შეიძლება იყოს თვითმმართველობის მხრიდან, შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, მე ვიღებ ამაზე პასუხისმგებლობას,“ - ამბობს კალაძე.
კალაძემ კონკრეტულად არ უპასუხა შეკითხვას, თუ როგორი იყო დავით ნარმანია როგორც თბილისის მერი, თუმცა დაასახელა ის პროექტები, რომელიც მისი მერობის პერიოდში განხორციელდა.