არჩევნებამდე 4 დღით ადრე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის - NDI-ის წევრები უკვე საქართველოში არიან. ისინი 21 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით დააკვირდებიან.
დელეგაცია პოლიტიკოსების, სამოქალაქო ლიდერების, საარჩევნო ექსპერტებისა და რეგიონის სპეციალისტებისგან შედგება. ისინი პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურების გამოყენებისა და ამომრჩეველზე წეზოლის შესაძლო ფაქტებით ინტერესდებიან.
"ძირითადი პრობლემები, რომლებიც გასულ პერიოდში გამოიკვეთა, არის ადმინისტაციული რესურსების გამოყენების შესაძლო შემთხვევები, დაშინების მცდელობები. არსებობს კითხვები საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრის დანიშნვასთან დაკავშირებით და წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსების საკითხებზეც," - აცხადებს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი.