20 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
წინასაარჩევნო შემოწირულობები - აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე 31 პირი დაიბარეს 

თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებული კითხვების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 31 შემომწირველია დაბარებული.

ვინ რამდენი თანხა მიიღო წინასაარჩევნოდ, ამ საკითხზე პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა მორიგი შუალედური ანგარიშში გაავრცელა.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ შემოწირულობებზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით მათ მიმართეს შემოსავლების სამსახურს და ამის შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს 31 პირი.

აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, შემომწირველთა გამოკითხვის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის გამოკითხულია მხოლოდ 14 ფიზიკური პირი.

„ვაკეთებთ ანალიზს, შემოსავლების სამსახურიდან ვიღებთ ინფორმაციას სასამართლოს წესით თუ რა შემოსავალი ჰქონდათ აღნიშნულ პირებს. შემდგომ ვთხოვთ მობრძანებას სამსახურში რათა წარმოგვიდგინონ ინფორმაცია თუ ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არის დაფიქსირებული. შესაძლოა იყოს ეს ბიზნეს საქმიანობიდან მიღებული რაიმე შემოსავალი. 17 შემომწირველი, რომელიც ბოლო პერიოდში დავიბარეთ, გასული კვირის განმავლობაში, ესენი არიან 9 „ქართული ოცნების“ და 8 „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი,“-განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 1 ივლისიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში პარტიების შემოწირულობამ 13 მილიონს მიაღწია. დოკუმენტის მიხედვით, პირველი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში თითქმის 13 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღეს,  აქედან მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ 11 მილიონ ნახევარზე მეტი მოდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები