20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
"ზუგდიდიდან გამგეობის თანამშრომლები იყვნენ ჩაყვანილები, რომ ერგეტის მოსახლეობა დაეშინებინათ"- ლელა ქებურია

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მის მეუღლესა და პარტიის აქტივისტზე გუშინ მომხდარ თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა. ლელა ქებურიამ ის პირები დაასახელა, რომლებიც თავდასხმაში მონაწილეობდნენ. მან ჟურნალისტებს ვიდეომასალაც წარუდგინა.  

ლელა ქებურია მომხდარში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ადანაშაულებს. მისი თქმით, თავდასხმა "ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატისა და შტაბის ხელმძღვანელის ორგანიზებით დაიგეგმა.

"ზუგდიდიდან გამგეობის თანამშრომლები იყვნენ ჩაყვანილები, რომ ერგეტის მოსახლეობა დაეშინებინათ. განსაკუთრებით აქტიურობით გამოირჩეოდა ოთარ კოდუა, დავით კოდუას მამა, რომელიც „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელია,“- განაცხადა ლელა ქებურიამ.

ქებურიას ბრალდებებს "ქართული ონცების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, დავით კოდუამ უპასუხა.

„მამაჩემი, რომელიც არის აპოლიტიკური, მეზობელ სოფელში მეგობართან გადაადგილდებოდა, ამათ გააჩერეს და პროვოკაცია მოუწყვეს. სპეციალურად დაუწყეს გინება, იყო შეხლა-შემოხლა, ბუნებრივი რეაქცია მამაჩემის მხრიდან, როდესაც ადამიანები დახვდნენ ქუჩაში,“- განაცხადა დავით კოდუამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები