20 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
„ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ქუთაისში ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა ჩაატარეს

„ევროპულმა საქართველომ“ იმერეთის პარტიულ ორგანიზაციასთან ერთად, ქუთაისში მესხიშვილის სახელობის თეატრში ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა ჩაატარა. ადგილობრივ მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეკრებაზე პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ და გიგი წერეთელმა ისაუბრეს.

„ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამა კიდევ ერთხელ გააცნეს ამომრჩევლებს „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა და პარტიის თავმჯდომარემ. პროგრამის თანახმად, ყველა მოგებულ რაიონში გაუქმდება პრემია-დანამატები და ბიუროკრატიული ხარჯები, ეს თანხა მთლიანად პენსიის და სოციალური დახმარების გაზრდას მოხმარდება.

"არჩევნები, ეს არ არის კაბინეტში შესვლა, არჩევნები რომ კაბინეტში შესვლაა, ამას ყველა დაგვაჩვია „ქართულმა ოცნებამ“, რომლის არჩეული თანამდებობის პირები შედიან კაბინეტში, იღებენ პრემიებს, დადიან ჯიპებით და არ ახსოვთ ხალხი, ამას უნდა დაუსვათ წერტილი,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე.

შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი ცუდი რაც იყო, განავრცო და ყველაფერი კარგი რაც იყო, გააჩერა და წარსულს ჩააბარა. ეს უკუღმართობა უნდა დასრულდეს 21 ოქტომბერს,“ - ამბობს გიგი უგულავა.

დღის ამბები