20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
თბილისში ”IRI”-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჩამოვიდა

თბილისში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჩამოვიდა. სტივენ ნიქსი არჩევნებამდე შეხვედრებს გამართავს ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან.

საერთაშორისო ორგანიზაცია მონიტორინგს უშუალოდ კენჭისყრის დღეს გაუწევს. დამკვირვებლები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გაემგზავრებიან და თვითმმართველობის არჩევნებს ადგილზე დააკვირდებიან.

„საქართველოში ჩვენი დელეგაცია არჩევნების შესაფასებლად ჩამოვიდა. იმედი გვაქვს რომ ხმის მიცემის პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და რეგიონალურ დონეზე მისი წარმომადგენლების მიერ, სწორად წარიმართება, ხოლო საარჩევნო პროცესი მშვიდობიან გარემოში ჩაივლის. არჩევნებამდე საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შევხვდებით. ჩვენი ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიები ცოცხალ და ღია კამპანიებს აწარმოებენ. ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან საკრებულოში არჩეული ადამიანები ქვეყნის მომავლის შენებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ,“-განაცხადა ”IRI”-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ნიქსმა.

დღის ამბები