20 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის შესახებ გამართული შეხვედრა იურიდიულ კომიტეტში, გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

ნარკოპოლიტიკის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართული სამუშაო შეხვედრა, კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

დეპუტატები არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავდნენ, თუმცა პოზიციები ვერ შეაჯერეს და განხილვები გადაიდო.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებული დოკუმენტი მოიცავს როგორც დასჯადი დოზების ახალ რეგულაციებს, ასევე რეაბილიტაციის ნორმებსა და შეცვლილ სანქციებს.

კანონმდებლობის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უმრავლესობაში ამ ეტაპზე ერთგვაროვანი პოზიცია არ აქვთ.

„ჯერი არის ახლა უწყებებზე, რომ უფრო კონკრეტული შენიშვნებით მოვიდნენ და მათ შორის გაიაზროს თუ რამდენად არიან მზად თვითონ ეს უწყებები, რომ დანერგონ ახალი პოლიტიკა,“-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ.

დღის ამბები