20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
2 დღე არჩევნებამდე - ცესკო ამომრჩეველს ბოლო ინსტრუქციებს აძლევს

საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებამდე 2 დღით ადრე ამომრჩეველს ბოლო ინსტრუქციებს აძლევს. თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეებს 21 ოქტომბერს რამდენიმე არჩევანის გაკეთება უწევთ, ამის გამო, ამომრჩეველს უბანზე რამდენიმე ბიულეტენი დახვდება.

წელს პირველად არჩევნებზე დევნილებს საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა აღარ დასჭირდებათ. ხმის მიცემა ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ამომრჩეველს ID ბარათით, პირადობის მოწმობით, ან საზღვარგარეთის პასპორტით შეეძლებათ. ხმის მიცემის პროცესს უბნებზე საარჩევნო კომისიის გარდა, დამკვირვებლები გააკონტროლებენ. საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აკრედიტაცია უკვე გაიარეს.

დედაქალაქის მერობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. მთელი საქართველოს მასშტაბით საკუთარი მერების, საკრებულოს წევრების ასარჩევად ამომრჩეველი სულ 73 ოლქში მივა.

21 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში 64 ახალი მერი იქნება.

საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოსა და გამჭვირვალედ ჩატარებისკენ დღეს სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო მოხელეებს პრემიერმინისტრმა მოუწოდა.

არჩევნების მონიტორინგის პროცესში მონაწილეობას 30 ადგილობრივი, 71 საერთაშორისო და 74 სადამკვირვებლო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები