20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
NDI-ის წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდებიან

თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი თბილისში შემაჯამებელ შეხვედრებს მართავს. დღის გამავლობაში NDI-ის წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდებიან, დილით კი წინასაარჩევნო გარემოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად შეაჯამებს.

"ჩვენი დამკვირვებლების ლიდერების გუნდი დღეს პრემიერმინისტრთან და პრეზიდენტთან შეხვედრებს გამართავს, რათა საარჩევნო პროცესზე მათი შეხედულებები გავიგოთ და ჩვენს ანგარიშში გავითვალისწინოთ. შეხვედრებს გავმართავთ ასევე დიპლომატიური კოპრპუსის წარმოამდგენლერბთან. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში ამ არჩევნებს აკვირდებიან. ჩვენი მიზანია, ხელისუფლებას, არჩვენების გაუმჯობესების მიზნით კონსტრუქციული გზების მოძებნაში დავეხმაროთ," - განაცხადა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა უკვე გამართა შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან, არასაპარლამენტო ოპოზციასთნ და მესამე სექტორთან. საუბარი ძირითადად გამოვლენილ დარღვევებს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ზეწოლის ფაქტებს შეეხო. 

 

დღის ამბები