საქართველოს პრემიერმინისტრმა აშშ-ის სავაჭრო მისიას საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო.
მისია 26 კომპანიას, მათ შორის 12 მსხვილ კორპორაციას და ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს აერთიანებს და საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს სწავლობს.
მთავრობის მეთაური სავაჭრო მისიის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა ქვეყანაში დაგეგმილი პროექტების, პოტენციური საინვესტიციო მიმართულებებისა და საქართველოს მიღწევების შესახებ.
კონკრეტულ პროექტებსა და სფეროებზე ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები თემატურ შეხვედრებზე იმსჯელებენ.