20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ოპოზიცია მარნეულში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ზაზა ხუციშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის, რაც მარნეულში მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა, “ენმ“-ის წევრები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის დეპუტატს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მახირ დარზიევი პასუხობს.

მახირ დარზიევი ამბობს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და „ქართულ ოცნებასთან“ მომხდარ სროლასა და მარნეულში არსებულ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა, მმართველ გუნდს ეკისრება.

"ოცნებაში" რაღაც სერიოზული პრობლემაა, დღეს ჩემმა კოლეგა ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ვითომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებულია. თუ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებულია, გუშინ მინისტრი იყო მარნეულში, დღეს რატომ არავინ არ არის გაჩერებული. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია „ქართლი ოცნება“. მარნეული დღეს ელოდება პასუხს, რა მოხდა გუშინ მარნეულში. მარნეულში არის უკვე 90-იანი წლები, გახდა როგორც ავღანისტანი. ყოველ დღე რაღაც ხდება, ხან ქურდობაა, ძალადობაა,“ - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა. 

„ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას „ევროპული საქართველო“. პარტიის მერობის კანდიდატის აჰმედ იმამყულიევის განცხადებით, მარნეულში „ქართული ოცნება“ გაყოფილია, დაპირისპირება კი მერობის კანდიდატის ამირან გორგოძის თეიუმურაზ აბაზოვით შეცვლის გამო დაიწყო.

იმამყულიევი ხვალ თვითმმართველობის არჩევნების დღეს მარნეულში ინციდენტებს არ გამორიცხავს. 

„ჩვენ გვახსოვს, რომ მარნეულიდან ამირან გიორგაძის მხარდამჭერები იყვნენ წასული და „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ გამართეს აქცია, რომ არ გვინდა თეიმურაზ აბაზოვი. დღესაც მარნეულის მუნიციპალიტეტში სამად არიან გაყოფილი „ქართული ოცნების“ შტაბი. ჩვენ ამ არჩევნებს მარნეულში ჩავატარებთ კანონიერი გზებით და არანაირ დაპირისპირებას, არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ექნება. თუ რაიმე კანონდარღვევა იქნება, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება უშიშროების გაკეთებული საქმე,“ - აცხადებს აჰმედ იმამკულიევი.

ამავე თემაზე
დღის ამბები