20 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ზვიად გამსახურდიას ქუჩა -"დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალმა საქართველომ" იუსტიციის სახლთან ნუმერაციის დაფა გააკრა 

"დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო" იუსტიციის სახლთან აქციას მართავს. კახა კუკავამ ნუმერაციის დაფა გააკრა შენობაზე და გააპროტესტა ის ფაქტი, რომ სანაპირო, რომელიც ზვიად გამსახურდიას სახელობისა, ნუმერაციით მხოლოდ სანაპიროს ქუჩა აწერია.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება, პირადი ვეტო. თბილისის აეროპორტს არ დაარქვეს ეს სახელი და რომ ჩამოიაროთ, ყველა შენობაზე მითითებული არის სამარცხვინოდ სანაპიროს ქუჩა და არა როგორც ზვიად გამსახურდიას სანაპირო, როგორც ეს არის იურიდიულ დოკუმენტებში,“ - განაცხადა კახა კუკავამ.

დღის ამბები