წინასაარჩევნოდ გამოვლენილი დარღვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია დღეს "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა დიპლომატებს. შეხვედრა პარლამენტში გაიმართა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მათ კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ პარტიის 30-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატი სწორედ ზეწოლის გამო მოხსნა.
“ჩვენ მოვახდინეთ დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება იმ დარღვევებზე, რაც ბოლო დროს მოხდა. 30-მა კანდიდატმა "ევროპული საქართველოსი", მთავრობის მხრიდან ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ის ნაბიჯი, რასაც დგამს მთავრობა. ისინი დაკავებული არიან ხელის შეშლით კამპანიის წარმოებაში, ოპოზიცური პარტიებისთვის,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა.