20 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
"არ დავნებდეთ ზეწოლას" - ნიკა მელიამ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა

წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განცხადება გაკეთდა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციის წევრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და საჯარო სამსახურის თანამშრომლებს აიძულებს, რომ საარჩევნო უბნებთან დღის 12:00 საათამდე მივიდნენ. ნიკა მელიამ ამომრჩეველს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. 

"ხვალ საქართველოსთვის მნიშნველოვანი არჩევნებია. ძვირფასო მოქალაქეებო, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ უპერსპექტივობა, უიმედობა, მაფიოზური, კრიმინალური მმართველობა. ხელისუფლებამ გაათკეცა ზეწოლა ამომრჩევლებზე, განსაკუთრებით საჯარო მოხეელებზე, ძვირფასო პედაგოგებო, ბაღის თანამშრომლებო, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებო, ავტობუსის მძღოლებო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენი ხელმძღვანელები გაიძულებთ, რომ საარჩევნო უბნებზე გამოცხადდეთ, საკუთარი ოჯახის წევრები დღის 12:00 საათამდე მიიყვანოთ. არ დანებდეთ ზეწოლას. ხვალ ყველანი ერთ მუშტად უნდა გამოცხადდეთ საარჩევნო უბნებზე და გავაგონოთ ჩვენი ხმა მილიარდელ ივანიშვილის ხელისუფლებას. არ დავნებდეთ ზეწოლას, შანტაჟს, მუქარას,“- განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები