საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ანა მიქელაძე 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო აქტივობას აჯამებს.
მიქელაძის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა.
„ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 29,84 მეასედი პროცენტი, რაც რაოდენობრივად არის მილიონ 26 ათას 430 ამომრჩეველი. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში. იქ ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 46 პროცენტი. ყველაზე მცირე აქტივობა დაფიქსირდა შიდა ქართლში - 26 პროცენტი,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ანა მიქელაძის თქმით, თბილისში ამომრჩეველთა 27,7 მეათედი პროცენტი მივიდა საარჩევნო უბნებზე.