20 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
პრევენციის მიზნით მისაღებია, რომ იყოს სპეცრაზმი - მარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი

„ეს პრევენციის მიზნით არის გაკეთებული,“ - ასე აფასებს მარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი სპეცრაზმის გამოჩენას.

თეიმურაზ აბაზოვი აცხადებს, რომ მარნეულში დაძაბულობა არ შეინიშნება.

„ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს პრევენციის მიზნით არის გაკეთებული და ამ წუთებისთვის არაფერი არ არის მოსალოდნელი და პრევენციის მიზნით მისაღებია, რომ იყოს და არაფერს არ უშლის ხელს,“ - განაცხადა თეიმურაზ აბაზოვმა.

თეიმურაზ აბაზოვმა ოპონენტები არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამოც გააკრიტიკა.

მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, იაკობ ასანიძე მარნეულში სპეცრაზმის მობილიზების საჭიროებას ვერ ხედავს.

იაკობ ასანიძის თქმით, მარნეულში 17:00 საათის მონაცემებით, ხმა ამომრჩეველთა 30-მა პროცენტმა მისცა. ნომერ 22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კომისიაში შევიდა 22 საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევებს შეეხება.

შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება ხდება და არა სპეცრაზმის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები