26 აპრილი 2024,   07:57
ვრცლად
"სავარაუდოდ, მეორე ტურები იქნება მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში"- ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტია „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებს ენდობა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ პარტიულ დათვლებს „რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლები დაემთხვა. ირაკლი კობახიძემ კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა. პარლამენტის თავჯდომარის შეფასებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს.

„ყველა მუნიციპალიტეტში "ქართული ოცნება" დამაჯერებლად ლიდერობს. იქნება სავარაუდოდ, მეორე ტურები მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, პირველ ტურში დამთავრდება მერის არჩევნები,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, კახა კალაძე დამაჯერებლად იმარჯვებს. მამუკა მდინარაძის შეფასებით, თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები