20 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ამომრჩევლების პირად მონაცემების შეგროვება და ზარები კალაძის შტაბიდან - დარღვევების ახალი ტენდენცია თვითმმართველობის არჩევნებზე 

დარღვევების ახალი ტენდენცია თვითმმართველობის არჩევნებზე - თითქმის მთელ საქართველოში მმართველი პარტიის აქტივისტები განსაკუთრებული მონდომებით აფიქსირებდნენ საარჩევნო უბანში შესულ ამომრჩეველს და ინიშნავდნენ მათ პირად მონაცემებს.

თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე, რეგისტრატორების უკან ადგილი ყველას ერთნაირად წინასწარ ჰქონდა შერჩეული, ის, ვინც კარგად ვერ ხედავდა, მაგიდასთან ძალიან ახლოს მიდიოდა და მონაცემების ამოწერას მაინც ახერხებდა. არცერთ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებს მმართველი პარტიისთვის ხელი არ შეუშლიათ.

„ქართული ოცნების“ ეს ნოვაცია უკვე შეაფასა არასამთავრობო სექტორმა, ამომრჩეველთა ნების კონტროლად. დამკვირვებლები ამბობენ, რომ უბნებზე "ოცნების" წარმომადგენლები ამომრჩევლების სარეგისტრაციო ნომრებს დარღვევის გზით, ჩუმად მოიპოვებდნენ.  

ამომრჩეველთა კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი დღეს კახი კალაძის შტაბიდან განხორციელებული ზარები იყო. ამომრჩევლებს "ქართლი ოცნებიდან" ურეკავდნენ და ამოწმებდნენ მისცა თუ არა უკვე ხმა.

არჩევნების ფარულობის უხეშ დარღვევად და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენად შეფასებულ არა ერთ ფაქტზე რეაგირება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირადად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან მოითხოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ფაქტებს ცესკო ადასტურებდა თუმცა, დარღვევად არ მიიჩნევდა.

ცესკოს მხრიდან გაკეთებული ასეთი შეფასება სამწუხარო ფაქტად შეაფასა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ. „საია“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამით კომისიამ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ფაქტებს პირდაპირ ხელი შეუწყო.

საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ კონკრეტული პირების პირადი მონაცემების შეგროვების ფაქტები "კურიერის" კამერამ დღეს ჩუღურეთის რაიონში მე-7 ოლქის მე-18 უბანზეც დააფიქსირა.

ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების შეგროვების შესახებ განცხადება გაავრცელა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც. თამარ ქალდანის განცხადებით, მონაცემების შეგროვება და შემდგომი დამუშავება ამომრჩეველზე ზეწოლის ან სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის არ უნდა მოხდეს.

დღის ამბები