მარნეულში არჩევნები დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაც მოხდა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება ძალოვანმა უწყებამ ამომრჩევლის დასაშინებლად მიღო. მმართველი პარტია კი, უსაფრთხოების გაძლიერებას, მარნეულის ოლქში პრევენციის მიზნით ხსნის.
„კურიერის“ ინფორმაციით, მარნეულში დამკვირვებელთა ნაწილი არაფხიზელ მდოგმარეობაში იმყოფებოდა. ამის მიზეზად კი, საზეიმო ვითარება სახელდება.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ადგილზე მუსიკოსებიც მიიყვანეს, რის გამოც, საარჩევნო პროცესი შეჩერდა 31-ე საარჩევნო უბანზე. არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ უბანზე ექვსი საჩივარი დაწერა.
მარნეულში საოლქო საარჩევნო კომისიაში 17 საჩივარი დაიწერა.
ბოლო მონაცემებით, მარნეულში რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 30-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას ხვალიდან დაიწყებს.