20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
მასიურად დაიწყო საარჩევნო კომისიებიდან „ენმ“-ის კომისიის წევრების და დამკვირვებლების გამოძევება - ლევან ბეჟაშვილი

"ენმ“-ის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრა. ბეჟაშვილის თქმით, ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ, პარტიისთვის ხმების დაცვა მნიშვნელოვანია.

„კვლავაც მიმდინარეობს დარღვევით შესაბამისი პროცედურები, რაც ბუნებრივია, მიზნად ისახავს, რომ ცესკომ მაქსიმალურად დაახლოვოს შედეგები გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებთან,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, საარჩევნო კომისიებიდან „ენმ“-ის წევრების გამოძევება დაიწყო.  

„პირველადი ინფორმაციების შესაბამისად, მასიურად დაიწყო საარჩევნო კომისიებიდან „ენმ“-ის კომისიის წევრების და დამკვირვებლების გამოძევება. ნებისმიერი საბაბით, ნებისმიერი მიზეზით, რომ ადამიანებმა, ვინც შეიძლება მიიღონ მონაწილეობა ხმების შეჯამების დროს ობიექტურ პროცედურებში, ყველა ამ ადამიანის გამოძევება ხდება საარჩევნო უბნებიდან,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

დღის ამბები